პირველივე წუთებიდან მილანმა შეუტია სიენას და უკვე მე-7 წუთზე დაინიშნა თერთმეტმეტრიანი. აღსანიშნაია, რომ ეს გოლი, რომელიც პირლომ გაიტანა მისთვის პირველია სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში. ამ გოლიდან მალე ფავალი სათამაშო ეპიზოდში დაეჯახა აბიატის, როგორც აღმოჩნდა კრისტიანმა მიიღო ტრავმა და მის მაგივრად შემოვიდა ნელსონ დიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დიდას პირველი მატჩის სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ (მე-3 წუთზე) პიპი ინძაგიმ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი (ორ მატჩში 4 გოლი). ამჯერად პიპომ გოლი ბექჰემის პასით გაიტანა. მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა ანჩელოტიმ მოედანზე შემოიყვანა კაკა ამბროზინის ნაცვლად. კაკა დაუბრუნდა მოედანს, ის ერთ თვეზე მეტია რაც მოედანზე არ გამოჩენილა. 52-ე წუთზე რომ არა თამაშგარე სიენას გოლი ჩაითვლებოდა. თუმცა 55-ე წუთზე ბრაზილიელმა პატომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა საკმაოდ შორი მანძილიდან. ერთ წუთში კი პატოს გარღვევა, შემდეგ ფლამინის პასი, თუმცა კაკამ ააცილა. მას შეეძლო ანგარიში ოთხამდე გაეზარდა. 62-ე წუთზე სიენას ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა მასიმო მაკარონემ ერთი ბურთი გაქვითა. კაკამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს კვლავ ტრავმა მიიღო და იგი რონალდინიომ შეცვალა, მაგრამ სანამ შეცვლიდა მანამ ინძაგიმ მე-300 გოლი გაიტანა. და მილანს ამ მატჩში სტატუს-კვო აღუდგინა. თუმცა მილანი ამითაც არ დაკმაყოფილდა, პატომ ამ მატჩში ინძაგის მსგავსად დუბლი შეასრულა და ანგარიში 5:1 გახადა. დარჩენილ დროში კი განსაკუთრებული არაფაერი არ მომხდარა.
ნანახია: 1073 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |