როგორც იცით პიპომ დღეს თავისი მე-300 გოლი გაიტანა კარიერაში. გთავაზობთ მის ინტერვიუს. "შევეცდები, რაც შეიძლება დიდ ხანს ვითამაშო ამ ტემპით. ჩემზე იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან გამიჭირდება კარიერის დასრულება." "დღეს მე ვიმუშავე ისე როგორც ყოველთვის. არის რაღაც რაც მე აქტიურად მეხმარება გავაგრძელო თამაში კარგ ფიზიკურ ფორმაში." "მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო კარლო ანჩელოტის. ის ყოველთვის მაძლევს დასვენების საშუალებას, იმიტომ, რომ მე უკვე 36 წლის ვარ და არ შემიძლია ვივარჯიშო გამუდმებით." "ჩემს შემცვლელად მე ვხედავ ალბერტო პალოსკის (მილანის კუთვნილება, განათხოვრებული პარმაში). მასში ვხედავ ჩემს სასურველ თამაშს. იმედია, ერთხელ ისიც მოირგებს მაისურს 9 ნომრით." განაცხადა ინძაგიმ.
ნანახია: 1126 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |