დღეს მილანელოზე გაიმართა გუნდის მორიგი ვარჯიში, რომელშიც მონაწილეობდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც დაბრუნდნენ ყატარიდან. ტრავმირებულები: კაკა, რონალდინიო და ამბროზინი ვარჯიშობდნენ დარბაზში. ძალზედ საეჭვოა მათი მონაწილეობა ატალანტას წინააღმდეგ გასამართ მატჩში. როგორც “Sportmediaset”–ი იუწყება კვირის დაპირისპირებაში წამყვანი მოთამაშეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას და გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით გავა მოედანზე: აბიატი, ანტონინი, სენდეროსი, მალდინი, ძამბროტა, ბექჰემი, პირლო, ფლამინი, ზეედორფი, პატო, ინძაგი.
ნანახია: 1164 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |