ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი, იტალიურ “მილანში” სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. ამის შესახებ ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება. ამერიკის შეერთებული შტატების MLS ლიგის კლუბ “ლოს ანჯელეს გელექსიში”, რომელსაც ინგლისელი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, ბექჰემი ზაფხულში დაბრუნდება. ინგლისის ნაკრების წევრი “მილანს” იანვარში შეუერთდა და კონტრაქტის თანახმად შტატებში ამა წლის 9 მარტს უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, ბექჰემმა იტალიაში დარჩენის სურვილი გამოთქვა, რასაც თავდაპირველად “გელექსი” შეეწინააღმდეგა, მაგრამ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, საბოლოოდ მხარეები ფეხბურთელის იჯარის ზაფხულამდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მიმდინარე წელს, ინგლისელმა ნახევარმცველმა “მილანში” 7 შეხვედრა გამართა და 2 გოლი გაიტანა.
|