როგორც უკვე იცით მილანმა ამხანაგურ შეხვედრაში, ყატარის დედაქალაქის კლუბს ალ-სადს ეთამაშა. 27 წუთზე ემერსონმა თავისი კარგი გადაცემით შევას შაშუალება მისცა საგოლე გადაცემა გაეკეთებინა პატოსთვის და პატომაც თავისი მორიგი გოლი გაიტანა მილანის მაისურით. 36 წუთზე კი გოლამიმ გათანაბრება შეძლო, მაგრამ ზუსტად ერთ წუთში ანტონინიმ თავისივე დაწყებული შეტევა გოლით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2-1. გთავაზობთ მატჩში გატანილ სამივე გოლს.