მილანის მთავრმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ არ დაააყოვნა კომენტარის გაკეთება, კლუბის ვიცე პრეზიდენტის ადრიოანო გალიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, იმის შესახებ , რომ თუკი "როსონერი" ამ სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს , იმ შემთხვევაში იგი განთავისუფლებული იქნება დაკავებული თანამდებობიდან.-ამ ინფორმაცას აქვეყნებს La Gazzetta dello Sport.-ი.ამ ყოველივეს კი ასე პასუხობს კარლო ანჩელოტი- მე მშვიდად შევყურებ ჩემს მომავალს და საფუძველი არ მაქვს შიშის. რაშიც ღრმად დარცმუნებული ვარ.ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ სიტუაცია უკეთესობისკენ.ყველა ფეხბურთელს ესმის, რომ გუნდი აუცილებლად უნდა მოხვდეს სამეულში.ამ მომენტისთვის ჩვენ გვაქვს პრობლემები, თუმცა ჩვენ მათ გავუმკლავდებით, თავდაუზოგავი შრომით და დიდი მონდომებით.განაცხადა ანჩელოტიმ.
ნანახია: 1114 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |