მთავარი » 2009»მარტი»3 » ბექჰემი ვარსკვლავია, მაგრამ არა სუპერვარსკვლავი
ბექჰემი ვარსკვლავია, მაგრამ არა სუპერვარსკვლავი
21:57
მილანის მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტს არ მოწონს ბექჰემის ვარჯიში, მისი აზრით მას სუსტი წერტილი აქვს და ეს არის ფსიქოლოგია. "ტალანტი საკმარისი არაა. ისეთი ფეხბურთელები, როგორიც არის რონალდინიო, ყველაფერს ტალანტზე ამყარებენ. მე ბევრ ასეთ ფეხბურთელთან მაქვს ნამუშევარი. თითქმის ყველა მათგანი თვლიდა რომ ტალანტის გარდა არაფერი არ ჭირდებათ. მაგრამ ეს ასე არ არის. თუ შენ ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში ხარ და თუ ვარჯიშებზე არ მუშაობ, ძნელია გამოხვიდე თამაშებში." "პაოლო მალდინი - მაგალითი ყველა ფეხბურთელისთვის. ის ითვლება პროფესიონალად უკვე 20 წელია და არასდროს არ თვალთმაქცობდა ვარჯიშებზე. დევიდ ბექჰემი - ვარსკვლავია, მაგრამ არა სუპერვარსკვლავი. მოედანზე მას უნდა რომ ბევრის დემონსტრირება მოახდინოს, მაგრამ არ ვარჯიშობს გუნდთან ერთად. ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი სუსტი წერტილი არის ფსიქოლოგია. იმედია ის ისეთივე გახდება როგორც ზინედინ ზიდანი." განაცხადა ანჩელოტიმ.
ნანახია: 1145 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |