ბარსელონას ყოფილი თავკაცის წარმომადგენელმა გაამჟღავნა ინფორმაცია, რომ როსონერი გამუდმებით ესაუბრება მის კლიენტს, მაგრამ არასდროს უხსენებია "მწვრთნელის როლი". " ჩვენ ვსაუბრობთ მილანთან ძალიან ხშირად, მაგრამ სრულიად განსხვავებულ საკითხებზე, " განუცხადა ჰოლანდიელის აგენტმა პერი ოვერი-მ Calciomercato.it-ს. "აქვე შეგახსენებთ, რომ იყო ჩუმი საუბრები ვითომ ინგლისელმა გიგანტებმა, ჩელსიმ აგრეთვე დაიქირავა 46 წლის ჰოლანდიელი, როგორც მათი შემდეგი თავკაცი და ესპანურმა მედიამ დაადასტურა შეთანხმების მიღწევა. "ეს არ შეესაბამება სიმართლეს, მათ არც კი მოუმართავთ ჩვენთვის."-დასძინა წარმომადგენელმა. "მაგრამ პრეიმერ ლიგა, ისევე როგორც სერია-ა და ლა ლიგა არის შესანიშნავი ჩემპიონატები. რაიკაარდი არის ეფექტური ფეხბურთის მოყვარული, რომლის ხილვაც შეგვიძლია სხვადასხვა ქვეყნების რამოდენიმე საუკეთესო ჩემპიონატში." - განაცხადა ჰოლანდიელის აგენტმა.
ნანახია: 1117 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 5.0/1 |