მილანის ვიცე პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კარატში სადაც ხვალ მილანი ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდება Gazzetta dello Sport-ს მისცა ინტერვიუ სადაც მან კატეგორიულად უარყო კაკას გაყიდვა და განაცხადა რომ მისი სიტყვები ჟურნალისტებმა არასწორედ გაიგეს. "არავინ არ აპირებს კაკას გაყიდვას. მე არასწორედ გამიგეს ესპანურმა თუ იტალიურმა სმიმ. მე უბრალოდ ვთქვი, რომ ფლორენტინო პერესი ნამდვილი პროფესიონალია და ჩემი მეგობარი, მაგრამ კაკას გაყიდვაზე საქმე არ მიდის." ასევე მან კომენტარი ანჩელოტის მდგომარეობაზეც გააკეთა. "ანჩელოტი დარჩება მწვრთნელის პოსტზე თუ ის შეძლებს პირველ სამეულში გუნდის გაყვანას და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას." გალიანიმ კომენტარი ტრამვირებულებზე და ბექჰემზეც გააკეთა. "ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ატალანტასთან თამაშისთვის დაგვიბრუნდება კაკა და რონალდინიო. რაც შეეხება კალაძეს, ოპერაციის შემდეგ მისთვის სეზონი დასრულდა. მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ნესტას დაბრუნებაზე." "რაც შეეხება ბექჰემის ტრანსფერს, ჩვენ ახლოს ვართ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან, მაგრამ კონკრეტულად მოლაპარაკებასთან ჯერ არაფერია სიახლე." განაცხადა გალიანიმ.
ნანახია: 1131 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |