"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა , რომ "როსონერიმ" შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ტრადიციულ ერთმატჩიან ტურნირში, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.ტურნირში მონაწილეობას იღებს "მადრიდის რეალი" ეხლა კი გასარკვევია თუ ვინ იქნება სამეფო კლუბის მეტოქე.
"მართალია, ჩვენ გვინდა ამ ტურნირში მონაწილეობის მიღება. "მადრიდის რეალსა" და "მილანს" ერთი სპონსორი ყავს და ვფიქრობ, რომ ზაფხულში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამ მატჩში ჩვენი თამაში რეალურია.თუკი "რეალის" წარმომადგენლებთან მიაღწევთ შეთანხმებას , მაშინ ზაფხულში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ერთმატჩიან დაპირისპირებაში "ბლანკოსსა" და "როსონერის" ვიხილავთ"-ეს განაცხადა ადრიანო გალიანიმ.
თუკი "რეალსა" და "მილანს" შორის ამ საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება , მაშინ ზაფხულში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ესპანური და იტალიური ორი დიადი გრანდის თამაშს ვიხილავთ. გამოსარჩევია ასევე ის ფაქტიც , რომ "ბლანკოსს" "როსონერის" მოთამაშის ბრაზილიელი კაკას შეძენა სურს და ხსენებული თამაში ამითაც საინტერესო იქნება.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" შესაძლებელია დაბრუნდეს ყოფილი მადრიდისტა და ახლა უკვე "მილანის" ფეხბურთელი კლარენ ზეედორფი.რონალდინიო, რომელიც "ბარსელონაში" თამაშისას "ბლანოსის" წინააღმდეგ უთამაშია და გოლებიც გაუტანია.ჯერ-ჯერობით კი აფიშაზე მხოლოდ ეს წერია "მადრიდის
ნანახია: 1114 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |