პარასკევი, 26.04.2024, 14:11
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » ივნისი » 07
    ჩვენ გვაქვს შესაძენი ფეხბურთელების სია ალბათ იცით რომ ლეონადროს - მილანის ახალი მთავარი მწვრთნელის დამხმარეები იქნებიან მაურო ტასოტი და ფილიპო გალი. "ჩვენ უკვე გვაქვს სია იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც ამ ზაფხულს შევიძენთ, მაგრამ ეს ჯერ მილანის მთავარი მწვრთნელის ლეონარდოს საიდუმლოა. ამის შესახებ თქვენ მალე შეიტყობთ მილანის ვიცეპრეზიდენტ ადრიანო გალიანის ოფიციალურ განცხადებაში. კლუბში მოვლენ ძალიან ცნობილი და საინტერესო ფეხბურთელები, რომლებიც გააძლიერებენ გუნდს." - განაცხადა ფილიპო გალიმ.


    წყარო: rossoneri.ru

    ნანახია: 1117 | დაამატა: milan | თარიღი: 07.06.2009 | კომენტარი (0)

    მალუდა მილანში? ჩესლის ნახევარმცველი ფლორენ მალუდა შეიძლება შემდეგ წელს მილანში აღმოჩნდეს, როგორც იტალიური პრესა იუწყება მილანი დაინტერესებულია ჩესლის ნახევარმცველით. თუ კაკამ დატოვა მილანი მალუდა მოუაზრება მის შემცველად (მაგრამ არა მგონია გაქაჩოს). მილანელებმა მიმართეს აბრამოვიჩს და ელოდებიან მოლაპარაკების დაწყებას მაგრამ ჩესლი ყველანაირად ეცდება შეინარჩუნოს თავისს ფეხბურთელი.

    წყარო: Goal.com

    ნანახია: 1064 | დაამატა: milan | თარიღი: 07.06.2009 | კომენტარი (0)

    კაკას საქმე დღეს გადაწყდება "მილანის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კვირას გაიმართება როსონერის მმართველთა შეხვედრა სატრანსფერო პოლიტიკაზე სასაუბროდ და რიკარდო კაკას საქმეც ამ შეხვედრაზე გაირკვევა. ბერლუსკონის განცხადებით სიტუაცია სახარბიელო არ არის, მაგრამ კაკას წასვლა გადაწყვეტილი არაა. დაველოდოთ მოვლენების განციტარებას და ერთი რამე ცხადია ეს ყბადაღებული საკითხი უახლოეს დღეებში ამოიწურება და პასუხი გაეცემა ყველაფერს.

    ინფორმაციის წყარო: tribalfootball.com ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1178 | დაამატა: milan | თარიღი: 07.06.2009 | კომენტარი (0)

    'კაკას როგორც ესპანური სააგენტო SMI იუწყება მილანი და იუვენტუსი დაინტერესებულნი არიან ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის დიეგო ფორლანის "მადრიდის ატლეტიკოდან" გადმობირებით. თუმცა აქვე უნდა ითქვას რომ ატლეტიკო თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ასე ადვილად არ დათმობს.

    ინფორმაციის წყარო: http://football.kulichki.net
    ნანახია: 1078 | დაამატა: milan | თარიღი: 07.06.2009 | კომენტარი (0)

    სილვიომ კაკას თანხით გუნდს გავაძლიერებთო
    სილვიო ბერლუსკონმა გუშინ ფანებს ტელევიზით მიმართა და კაკას გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა, მან ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ცალსახად ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კაკა მომავალ წელს "სამეფო გუნდში" იასპარეზებს.
    ნანახია: 1061 | დაამატა: milan | თარიღი: 07.06.2009 | კომენტარი (1)

    კარგი კანტერა - ეკონომიის გარანტი
    ”რეალს” სურს შეიძინოს კაკა, რონალდო, ვილია, სილვა, ალონსო... მათ სურთ შექმნან გუნდი, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ან უფრო მეტიც აღემატება ”ბარსელონას”. რათქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან არის ასოცირებული, რადგან კარგი ფეხბურთელები ყოველთვის ძვირი ღირს. გარდა ერთი გამონაკლისისა, როდესაც შენ თვითონ ზრდი კარგ ფეხბურთელებს. ვინ არის დღესდღეისობით საუკეთესო ”ბარსაში”? რა თქმა უნდა ხავი, ინიესტა და მესი და მათში ”ბარსას” ერთი ცენტიც არ გადაუხდია.
    ნანახია: 1126 | დაამატა: milan | თარიღი: 07.06.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  ივნისი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz