მილანის ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა და დევიდ ბექჰემმა დუბაიში პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს: ზეედორფი "მე ყოველთვის ვარ მზად სათამაშოდ, მზად ვარ ვითამაშო რომასთან, მაგრამ მხოლოდ მწვრთნელი გადაწყვეტს შევძლებ თუ არა გუნდის დახმარებას." საუბრობს ბექჰემი :"ყოველ შემთხვევაში იყო მილანში და ივარჯიშო დიდებულ ფეხბურთელებთან, იმუშაო საუკეთესო სამწვრთნელო შტაბში, დიდი სიამოვნებაა. მე ვფიქრობ მე გამიმართლა. ამ ბოლო დღეებში ვარჯიში ცოტა ძნელია, მაგრამ მე მომწონს მუშაობა ბოლომდე. მე მინდა ვითამაშო კარგად, " აი როგორ ალაპარაკდა ზეედორფი ბექჰემზე: "ეს რაღაც საშინელებაა, მისი ატანა არ შეიძლება, მას არ შეუძლია ივარჯიშოს გუნდთან ერთად და ქმნის პრობლემებს ყოველ დღე." ამის შემდეგ ჰოლანდიელმა გაიღიმა და განაგრძო: "სინამდვილეში, დევიდი ფანტასტიურია. ნამდვილი პროფესიონალი, ადამიანი რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემთან. რათქმაუნდა ჩვენ შესანიშნავი კოლექტივი გვყავს რომლებიც ახლებს იღებენ და ისე ექცევიან რომ მან იგრძნოს თავი სახლში. მაგრამ ბექჰემი ძალიან მალე შეგვეწყო. ყველა ფიქრობს არ შეიძლება მისგან ველოდოთ ამდენს, თვით გამოცდილ ფეხბურთელსაც ჭირდება დრო, ბექსს კი ეს ცოტა აქვს. ის აკეთებს ყველა შესაძლებლობას რომ გამოადგეს მილანს." განაცხადა ზეედორფმა
ნანახია: 1285 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |