იცით, რომ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას ფეხბურთის მმართველი ორგანოს, უეფას გადაწყვეტილება( 2010 წლიდან) ლეგიონერების ლიმიტთან დაკავშირებით. თითოეულ კლუბს ,მინიმუმ, ექვსი საკუთარი ქვეყნის ფეხბურთელი უნდა ყავდეს მოედანზე. ასევე მიდის მუშაობა, რომ გამკაცრდეს ტრანსფერები და გრანდებს ყველასი და ყველაფრის ყიდვა აღარ უნდა შეეძლოთ ძალიან მარტივათ. ეს ყველაფერი კი იქითკენ არის მიმართული, რომ კლუბებმა საკუთარ აკადემიებზე მეტი დრო და სახსრები დახარჯონ. ამ ყველაფერს მილანმაც შეუწყო ფეხი და ახლალი აკადემია გახსნა საუდის არაბეთში, კერძოდ კი ქალაქ ჯედაში.
|