ორივე გუნდმა თამაში ურთიერთის დაზვერვით დაიწყო. როსონერი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მიუახლოვდა ტორინოს საჯარიმოს და ხშირად ამწვავებდა მომენტებს. თუმცა 25 წუთზე მოულოდნელად ტორინო წინ გავიდა. სტელონეს თაურ დარტყმას ვერაფერი ვერ მოუხერხა აბიატიმ. გოლი შემდეგ მილანი ძალიან გააქტიურდა და გოლიდან სამ წუთში ბრაზილიელმა პატომ გაათანაბრა. ამ გოლი შემდეგ კი მილანმა გააგრძელა შეტევები და 35 წუთზე კაკას წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესები. საჯარიმო დარტყმა შეასრულა მილანის ახალწვეულმა (ჯერ-ჯერობით შავ წითლების საუკეთესო ბომბარდირი) რონალდინიომ. რონიმ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით მილანი წინ გაიყვანა, მან შესანიშნავი გოლი გაიტანა. დარჩენილ ათ წუთში მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ პირლომ პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მეორე ტაიმი ტურინულმა კლუბმა პირველისაგან განსხვავებით აშკარად კარგად დაიწყო. ამ შეხვედრაში ორი ტორინო თამაშობდა. მეორე ტაიმში მოტამაშე ტორინომ დაიმსახურა ფრე. თერთმეტმეტრიანი, რომელიც 78-ე წუთზე დაინიშნა მილანის კარში, ხშირ შემთხვევაში მსაჯები არ ნიშნავენ. თუმცა ამ შეხვედრაში სტეფანო ფარინამ დანიშნა თერთმეტმეტრიანი და შანსი ხელიდან როსინამ არ გაუშვა. კარლიტო ვა-ბანკზე წავიდა და შევა შემოიყვანა. თუმცა მილანს ვერ უკრაინელმა ვერ უშველა. საბოლოოდ ტურინიდან მილანმა მხოლოდ ერთი ქულა წამოიღო და ახლა ინტერს მთელი სამი ქულით ჩამორჩება.