როგორც იცით მილანისა და იტალიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი რამოდენიმე თვეა ტრავმირებულია და ვერ თამაშობს. მიუხედავად ამისა მილანი წარმატებით ასპარეზობს, თუმცა რამოდენიმე დაუგეგმავი ქულა დაკარგა. ანდრეა პირლო გამოჯანმრთელების გზაზეა და საბოლოო შემოწმება უჩვენებს როდის შეეძლება მას თამაში. შესაძლოა მან კვირას გასამართი მატჩისათვის ტორინოს წინააღმდეგ ითამაშოს. თუმცა მილანის ლაზარეთში ჯერ კიდევ რჩებიან ჯანლუკა ძამბროტა, მარკო ბორიელო, ლუკა ანტონინი, ალესანდრო ნესტა და მასიმო ამბროზინი. ასევე სანაკრებო შეხვედრებიდან როგორ ფორმაში დაბრუნდებიან მარეკ იანკულოვსკი, კაკა, ჯენარო გატუზო, დანიელე ბონერა და პატო ჯერ-ჯერობით უცნობია.
ნანახია: 1333 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |