მილანი მზადაა მადრიდის რეალისაგან იყიდოს ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი. როგორც იტალიური გამომცემლობა Corriere Dello Sport-ი იუწყება, მილანის ხელმძღვანელობა ევროპის ჩემპიონ ფეხბურთელში ხედავს ლეგენდარული პაოლო მალდინის შემცვლელს. ლეგენდასათვის ეს სეზონი ბოლო იქნება კარიერაში და ის მაისისათვის ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს. გალიანის განცხადებით, როცა მალდინი წავა მილანს უეჭველი დასჭირდება მცველის ყიდვა. რაც შეეხება თავად სერხიოს, მისი და რეალის მოლაპარაკებები კონტრაქტთან დაკავშირებით გამოუვალ სიტუაციაშია. რეალი არ აპირებს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას რასაც რამოსი ითხოვს.
ნანახია: 1312 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |