პარასკევი, 17.05.2024, 13:43
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » მასალის არქივი
    AcMilan-Turn The Pageვიდეო ჩვენს საყვარელ კლუბზე მილანზე, რომელიც გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდეოში შესლია მილანელი ფეხბურთელების გოლები ფინტები ემოციები, მეტოქის წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში და ა.შ, მოკლედ კარგი ვიდეოა. თან კარგი ხარისხისაა.

    გადმოწერა

    ნანახია: 1097 | დაამატა: milan | თარიღი: 01.06.2009 | კომენტარი (0)

    პირლო ჩელსიში? მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტი თითქმის ჩელსის მწვრთნელია და მას უნდა თან წაიყვანოს მილანის რამდენიმე ფეხბურთელი. პირველი კანდიდატურა ეს გახლავთ ანდრეას პირლო. რამდენიმე გაზეთმა გაავრცელა ინფო რომ ჩელსი პირლოში მილანს 20 მილონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობს.

    ნანახია: 1100 | დაამატა: milan | თარიღი: 31.05.2009 | კომენტარი (0)

    სავარაუდო შემადგენლობები: როგორც, მოგეხსენებათ დღეს ფლორენციაში ადგილობრივი "ფიორენტინა" ჩემპიონატის ბოლო ტურში, "მილანს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. გთავაზობთ, გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს.
    ფიორენტინა: ფრაი, კომოტო, ძაური, გამბერინი, პასკუალი, მონტოლივო, დონადელი, კუზმანოვიჩი, იოვეტიჩი, ვარგასი, ჯილარდინო.
    მილანი: დიდა ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1362 | დაამატა: milan | თარიღი: 31.05.2009 | კომენტარი (0)

    ჯილარდინო:"ფიორენტინას" ფანები მალდინის ოვაციებით შეხვდებიან"ფიორენტინას" ფორვარდმა,ალბერტო ჯილარდინომ განაცხადა,რომ ამ გუნდის ფანები მოუწყობენ ღირსეულ გაცილებას მილანის ლეგენდას, პაოლო მალდინის სერია "ა"–ს დასკვნით,38–ე ტურის შეხვედრაში "ფიორენტინასა" და "მილანს" შორის.
    "მე უკვე გავუგზავნე მოკლეტექსტური შეტყობინება მალდინის და ვუთხარი,რომ ის იმსახურებს აპლოდისმენტებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტიფოზები ასეც მოიქცევიან"–განაცხადა იტალიელმა La Gazzetta dello Sport-თან საუბარში

    ნანახია: 1054 | დაამატა: milan | თარიღი: 30.05.2009 | კომენტარი (0)

    გალიანი:მადლობა გუარდიოლას მალდინის მხარდაჭერისათვის"მილანის" ვიცე–პრეზიდენტმა,ადრიანო გალიანიმ მადლობა გადაუხადა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს,ხოსეპ გუარდიოლას მალდინის მისამართით ნათქვამი თბილი სიტყვებისათვის.
    შეგახსენებთ,რომ კატალონიური კლუბის თავკაცმა,ხოსეპ გუარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მოგება მიუძღვნა "შავ–წითლების" კაპიტან,პაოლო მალდინის,რომელსაც ტიფოზებმა თავიანთი შეძახილებით და ბანერებით გაუფუჭეს გამოსამშვიდობებელი საღამო.
    "გუარდიოლა ძალიან კარგად აღზრდილი და განათლებული პიროვნებაა და მინდა მადლობა გადავუხადო ამ თბილი სიტყვებისთვის. რაც შეეხება იმ ფანატებს(საუბარია მათზე,ვინც ბანერები გამოფინეს),მე არ მსურს მათზე საუბარი"–გა ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1090 | დაამატა: milan | თარიღი: 30.05.2009 | კომენტარი (0)

    ანონსიგთავაზობთ, მილანისა და იუვეს მატჩების ანონსებს:
    ფიორენტინა-მილანი
    ფიორენტინა-ტრ.:სანტანა, მუტუ, ბონაცოლი; დის.:ფელიპე მელო, დაინელი.
    მილანი-ტრ.:ბორიელო, ბექჰემი, კალაძე, აბიატი, ბონერა; დის.:ამბროზინი.

    იუვენტუსი-ლაციო
    იუვენტუსი-ტრ.:სისოკო, კნეჟევიჩი, ეკდალი, მოლინარო, გრიგერა.
    ლაციო-ტრ.:ინძაგი, მანფრედინი, ზარატე, როკი; დის.:პანდევი.
    შეგახსენებთ, რომ "მილანი" ფრის შემთხვევაშიც გადის ჩემპიონთა ლიგაზე.

    ნანახია: 1093 | დაამატა: milan | თარიღი: 30.05.2009 | კომენტარი (0)

    ჯილარდინო წარმატებაში დარწმუნებულიაReuters იუწყება, რომ ყოფილი მილანური და ახლანდელი ფლორენციული გუნდის ფორვარდი, ალბერტო ჯილარდინო დარწმუნებულია, რომ მისი კლუბი სერია ა-ს ბოლო ტურში "მილანს" 2 ბურთით დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგაზე გავა.
    "დარწმუნებული ვარ, საჭირო შედეგს მივაღწევთ. ამის უდიდესი სურვილი გვაქვს და მივაღწევთ კიდეც. საკუთარი ტრიბუნის დახმარება გამოგვადგება. - განაცხადა ჯილარდინომ, რომელიც "ფიორეში" 2008 წელს გადავიდა, "მილანიდან" და ამ სეზონში 33 ჩატარებულ მატჩში 19 გოლი გაიტანა.

    ნანახია: 1081 | დაამატა: milan | თარიღი: 30.05.2009 | კომენტარი (0)

    მილანს ახალი მწვრთნელი ჰყავსGazzetta dello Sport - ზე დაყრდნობით გაცნობებთ,რომ მილანს ახალი მწვრთნელი ჰყავს,რომლის წარდგენაც ორშაბათს მოხდება.ეს მას შემდეგ რაც შედგება მატჩი მილანსა და ფიორენტინას შორის.ამ გამოცემის თქმით,როსონერის ახალი მწვრთნელი ლეონარდო გახდება,ხოლო კარლო ანჩელოტი კი ჩელსიში აპირებს გადასვლას.თუკი მართლაც ლეონარდო გახდება მილანის მწვრთნელი,იმედოვნებენ,რომ მაურო ტასოტი გახდება მისი ასისტენტი,ხოლო ახალგაზრდულს სექტორს ფილიპო გალი მიხედავს.

    ასევე მილანის ტექნიკურ გუნდს დაემატება კიდევ ერთი ხელმძღვანელი,სტატუსით - ტაქტიკოსი,რომელიც შეისწავლის მომავალი მეტოქის ტაქტიკას და სხვადასხვა ინფორმაციებს მიაწვდის ლეონარდოს.

    ასევე ცვლილებები იგეგმება სამედიცინო სექტორშიც,სავარაუდოდ იქიდან წავა პროფესორი მეერსემანი.
    < ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1154 | დაამატა: milan | თარიღი: 29.05.2009 | კომენტარი (0)

    ბექჰემმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო "მილანის" ნახევარმცველმა, დევიდ ბექჰემმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, კუნთი დაეჭიმა და სავარაუდოდ გუნდს ვერ დაეხმარება ჩემპიონატის ბოლო ტურში. ტრამვა მოიშუშა მასიმო აბროზინიმ, მაგრამ მას დისკვალიფიკაცია აქვს და მისი თამაში გამორიცხულია.
    შეგახსენებთ, რომ მილანს ფრეც ხელს აძლევს მომდევნო მატჩში, რათა ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდეს. მომდევნო მატჩს "მილანი" გასვლაზე ფლორენციაში, "ფიორენტინასთან" გამართავს.

    ნანახია: 1095 | დაამატა: milan | თარიღი: 29.05.2009 | კომენტარი (0)

    დისციპლინარული სიტუაცია კვირას გაიმართება 38-ე ტურის ბოლო შეხვედრა ამ სეზონის და შესაძლოა კარლო ანჩელოტისთვისას "მილანის" თავკაცის პოსტზე, ეს ორშაბათს გადაწყდება და დაველოდოთ რა მოხდება.
    რაც შეეხება თავად შეხვედრას, როსონერის ამბროზინი ჰყავს დისკვალიფიცირებული(წითელი ბარათი წინა შეხვედრაში, დაუმსახურებლად!!!) და ორი ფეხბურთელი კი დისკვალიფიკაციის ზღვარზე, კალაძე და ძამბროტა. ფლორენციელებს კი დისკვალიფიცირებული ჰყავთ ფელიპე მელო და დაინელი და ხუთი ფეხბურთელი ზღვარზე. ესენი არიან: კლოურდუპი, ჯოვეტიჩი, მუტუ, ბონაცოლი და კუზმანოვიჩი. ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მუტუ ვერ დაეხმარება თავის გუნდს "მილანის" წინააღმდეგ.


    ნანახია: 1064 | დაამატა: milan | თარიღი: 29.05.2009 | კომენტარი (0)

    « 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 51 52 »
    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მაისი 2024  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
      12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz