პარასკევი, 26.04.2024, 14:11
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » მასალის არქივი
    მილანისა და ბრაზილიის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ განაცხადა, რომ კლუბის მიზანს წარმოადგენს ნაანტრი სკუდეტოს აღება. "ჩვენი მიზანია სკუდეტოს და უეფას თასის მოგება. პერსონალურად, ჩემი მიზანია მილანის მაისურით 100 გოლის გატანა და იქნებ ერთ დღეს დავბრუნდე პარიზში (2007 წელს კაკამ პარიზში აიღო "ოქროს ბურთი" (იხ. სურათი)). მაგრამ ეს მხოლოდ გამარჯვებების შედეგად იქნება. ვიმედოვნებ რომ 2009 წელი იქნება გამარჯვებებით აღსავსე, როგორც ჩემთვის ასევე გუნდისთვის" - განაცხადა რიკარდო კაკამ.
    ნანახია: 1181 | დაამატა: milan | თარიღი: 05.01.2009 | კომენტარი (0)

    6 იანვარს დუბაიში მილანი ამხანაგურ მატჩს გამართავს ჰამბურგის წინააღმდეგ. მარტინ ოილის შეგირდებს, რომლებიც ბუნდესლიგაში საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და არც უეფას თასზე მოიკოჭლებენ, შიდა ჩემპიონატში იმყოფებიან მეოთხე ადგილზე 33 ქულით ჰერტასთან ერთად, რომელთაც ასევე 33 ქულა აქვთ დაგროვილი და ორი ქულით ჩამორჩებიან პირველ-მეორე ადგილზე მყოფ ჰოფენჰაიმს და მიუნხენის ბაიერნს. უეფას თასზე ჰამბურგმა შეძლო F-ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა სადაც ასევე იმყოფებოდნენ აიაქსი და ასტონ ვილა. უეფას თასის მერვედფინალში გერმანელები დაუპირისპირდებიან ჰოლანდიურ "ნეკ ნეიმეგენს". უკვე გადაწყდა, რომ ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი ჰამბურგს ივლისში დატოვებს და შეუერთდება მიუნხენის ბაიერნს, რომელთანაც სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი
    ნანახია: 1184 | დაამატა: milan | თარიღი: 05.01.2009 | კომენტარი (0)

    ბექჰემს კიდევ 5-6 წელი შეუძლია თამაში მილანის მთავარმა დირექტორმა მერსემანმა განაცხადა რომ დევიდ ბექჰემს კიდევს 5-6 წელი შეუძლია თამაში. "დევიდი თავის საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს 15-20 დღეში. ტესტებმა უკვე დაამტკიცა რომ ის კარგ ფორმაშია. მას შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს. ეს მას საშუალებას მისცემს ითამაშოს ისევე როგორც მალდინიმ და კოსტაკურტამ, ანუ კიდევ 5-6 წელი" - განაცხადა მილანის მთავარმა დირექტორმა.
    ნანახია: 1215 | დაამატა: milan | თარიღი: 03.01.2009 | კომენტარი (0)

    ბექჰემი დიდი ფეხბურთელია მილანის ლეგენდამ პაოლო მალდინიმ დაადასტურა მილანის ახლადშეძენილი ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის მონდომება, რაც შეიძლება მალე ჩადგეს ფორმაში. "ბექჰემი დიდი ფეხბურთელია, ჩვენთვის ფეხბურთელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორი ცხოვრებით ცხოვრობს ის მოედანს მიღმა. ჩვენთან მოვიდა ფეხბურთელი რომელსაც 2 თვენახევარია არ უვარჯიშია. მაგრამ მე მის საუბარში შევნიშნე დიდი მონდომება დაუბრუნდეს სამუშაოს, სურს ფორმა აღიდგინოს რაც შეიძლება მალე" - განაცხადა მალდინიმ.
    ნანახია: 1184 | დაამატა: milan | თარიღი: 03.01.2009 | კომენტარი (0)

    ლივერპული მზად არის გაუშვას დოსენა პრემიერ ლიგის გათამაშების ამჟამინდელი ლიდერი ლივერპული მზად არის გაუშვას იტალიელი ანდრეა დოსენა. როგორც იუწყება The Daily Mirror-ი ლივერპულმა გზა გაუხსნა მილანს, რომელიც დაინტერესებულია ამ ფეხბურთელით. როსონერის ხემძღვანელები მზად არიან გადაიფორმონ 27 წლის იტალიელი მცველი უკვე ამ თვეში. დოსენა, რომელიც პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში - ლივერპულში ზაფხულში გადავიდა უდინეზედან ვერადა ვერ შეძლო თავისი ძალების გამოვლენა.
    ნანახია: 1171 | დაამატა: milan | თარიღი: 03.01.2009 | კომენტარი (0)

    პასკუალი, დოსენა ან გროსო როგორც უკვე გალიანიმ განაცხადა მილანი იანვარში იყიდის მარცხენა მცველს. ადრიანო გალიანის უკვე ყავს კანდიდატურები ესენი არიან: 26 წლის მანუელ პასკუალი ფიორენტინადან, 27 წლის ანდრეა დოსენა ლივერპულიდან და 31 წლის ფაბიო გროსო ლიონიდან.
    ნანახია: 1216 | დაამატა: milan | თარიღი: 03.01.2009 | კომენტარი (0)

    პალერო-მილანის ისტორია2006/07 წლების სეზონში "ენცო ბარბერას" მოედანზე გამართული შეხვედრა 0:0 დასრულდა. მილანს ჩინებული შანსი ქონდა გოლის გატანის მერვე წუთზე, მაგრამ კაკამ ჯილარდინოს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ეს შეხდედრა მილანსა და სელტიკს შორის ჩემპიონთა ლიგის ორრაუნდიანი მერვედფინალს შორის გაიმართა.
    2005/06 წლების სეზ ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1192 | დაამატა: milan | თარიღი: 29.11.2008 | კომენტარი (0)

     ახალი აკადემიაიცით, რომ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას ფეხბურთის მმართველი ორგანოს, უეფას გადაწყვეტილება( 2010 წლიდან) ლეგიონერების ლიმიტთან დაკავშირებით. თითოეულ კლუბს ,მინიმუმ, ექვსი საკუთარი ქვეყნის ფეხბურთელი უნდა ყავდეს მოედანზე. ასევე მიდის მუშაობა, რომ გამკაცრდეს ტრანსფერები და გრანდებს ყველასი და ყველაფრის ყიდვა აღარ უნდა შეეძლოთ ძალიან მარტივათ. ეს ყველაფერი კი იქითკენ არის მიმართული, რომ კლუბებმა საკუთარ აკადემიებზე მეტი დრო და სახსრები დახარჯონ. ამ ყველაფერს მილანმაც შეუწყო ფეხი და ახლალი აკადემია ... კითხვის გაგრძელება »

    ნანახია: 1247 | დაამატა: milan | თარიღი: 25.11.2008 | კომენტარი (0)

    ნანახია: 1184 | დაამატა: milan | თარიღი: 25.11.2008 | კომენტარი (0)

     

    საიტის ადმინისტრაციის მიმართვა

    ჩვენს საიტზე სიახლეა!დღეიდან www.milan.ucoz.de -ზე თქვენ შეძლებთ პირდაპირ ეთერში ადევნოთ ფეხბურთის თამაშებს.მე შევარჩევ თამაშებს ისეთი გრანდების მონაწილეობით,როგორებიცაა მილანი,იუვენტუსი,ინტერი,რეალი,ბარსელონა,ვალენსია,ჩელსი,მანჩესტერი და ა.შ.ისეთ დროს,როცა რამდენიმე კარგი თამაში იქნება ერთი და იგივე დროს,მაშინ მე გამოკითხვაში დავწერ და რომელიც მეტ ხმას მიიღებს ის თამაში გავა პირდაპირ ეთერში.კომენტარებში დაწერეთ რომელი თამაშები გინდათ.
    ნანახია: 1751 | დაამატა: milan | თარიღი: 24.11.2008 | კომენტარი (1)

    « 1 2 ... 48 49 50 51 52 »
    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  აპრილი 2024  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz