ხუთშაბათი, 25.04.2024, 02:31
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მაისი » 1 » WELL DONE, LADS(ჭაბუკი)!
    WELL DONE, LADS(ჭაბუკი)!
    14:54
    WELL DONE, LADS(ჭაბუკი)!დღეს გაიმართა შეხვედრა "Milan per la scuola – Tutti i colori del gioco (Milan for school - all the colors of the game)"-ამ პროექტში მონაწილე ბავშვებსა და როსონერის ორ ჩემპიონს შორის, ზეედორფსა და პატოსთან(სურათზე აღნიშნულია ამ პროექტის პრეზენტაცია მილანელოზე, მარტში). 400 ბავშვი დასაჩუქრდა. კინოთეატრ "Odeon"-ში ბევრი კითხვა დაუსვეს "მილანის" ვარსკვლავებს და მათ შორის ნაწილი ფეხბურთს შეეხებოდა:
    ალეშანდრე პატო:"ჩემი ვარცხნილობა? სახლში ვიყავი ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად, თმების შეჭრას ვაპირებდი. თავიდან მას არაფერი უთქვამს, მაგრამ შემდეგ მის დას და ძმას ველაპარაკეთ და საბოლოოდ მან შემჭრა თმა და მეც გავაკეთე იგივე. სკუდეტო? ხუთი შეხვედრაა დარჩენილი და "მილანმა" საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს რათა ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდეთ. ყველა თამაშში საუკეთესო უნდა გავიღოთ და სეზონის ბოლოს ვნახავთ ვინ გახდება ჩემპიონი. ახლა კარგად ვარ, ბედნიერი ვარ ფიზიოთერაფევტებთან ერთად მუშაობის და სხვა სამედიცინო შტაბთან, მადლობა მათ ყველაფრისათვის. კატანია? რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრაა, უნდა ვცადოთ და მოვიგოთ რათა დავბრუნდეთ ჩემპიონთა ლიგაზე. ანჩელოტის მომავალი? ეგ შეკითხვა მას უნდა დაუსვათ პირადად, მე თამაშზე უნდა ვიფიქრო. ტრანსფერები? ახლა ჩვენ სეზონის კარგად დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ კლუბი იფიქრებს მაგაზე."
    კლარენს ზეედორფი:"ფუნდამენტურია, რომ შეძლო სპორტის საშუალებით ბავშვებს განათლება მისცე. ფუნდამენტურია დისციპლინა, პატივისცემა, თანამშრომლობა სხვებთან, ვარჯიში და ჯანმრთელობა. ასევე ჩემი სკოლა(მგონი ეს იგულისხმა) ამ საფუძველზე დგას და ჩვენ ვცდილობთ სპორტული განათლების გავრცობას. თუ ჩვენ შევძლებთ სპორტული კულტურის დამკვიდრებას ბავშვებში, მომავალში მოედნებზე უკეთესი სიტუაცია იქნება. იტალია? მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი განათლება უნდა მიეცეთ ბავშვებს მათი ცნობიერებისათვის, მაგრამ იტალიის ქვეყანაც ამ აზრზეა ჩემი აზრით. რასაკვირველია, სპორტი ბავშვებს უკეთეს ბაზისს მისცემს. ჩემი ოცნება? განვაგრძო მუშაობა რათა კონკურენტული ვიყო გუნდში და ასევე მაღალხარისხოვანი როგორც ინდივიდუალური ფეხბურთელი. მაისი? არ უნდა ვიოცნებოთ, მაგრამ მყარად უნდა ვიდგეთ მიწაზე."

    ნანახია: 1030 | დაამატა: milan | რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარი: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მაისი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
        123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz