პარასკევი, 19.04.2024, 09:01
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » აპრილი » 27
    მილანის სამიზნე ბრუნო ალვეშია ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანის სამიზნე პორტოს ცენტრალური მცველი ბრუნო ალვეშია. ფეხბურთელის მამა ირწმუნება რომ მისი შვილისადმი ევროპული გრანდები დაინტერესებულნი არიან. თუმცა ადასტურებს, რომ არცერთისათვის ჯერ წინასწარი თანხმობა არ მიუცია. მამამისმა განაცხადა: "ჩემი შვილი ბედნიერია პორტოში თამაშით, თუმცა თუ კარგი შემოთავაზება იქნება, მაშინ . . .". ბრუნო ალვეშის მამამ ასევე დაადასტურა, რომ მისი შვილით მილანი არის დაინტერესებული.

    ნანახია: 1076 | დაამატა: milan | თარიღი: 27.04.2009 | კომენტარი (0)

    მჭედლიძე "სან სიროზე" გამოჩნდა სერია ა-ს 33-ე ტურის ერთ-ერთი მატჩი ქალაქ მილანში, "სან სიროზე" "მილანსა" და "პალერმოს" შორის შედგა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო "მილანის" უპირატესობით წარიმართა და სამ ბურთიანი სხვაობით 3-0 იმარჯვა. 57-ე წუთზე"პალერმოს" რიგებში ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე გამოჩნდა, მართალია გუნდს ვერაფრით დაეხმარა, მაგრამ ალბათ ისიც სასიხარულოა, რომ "მილანის" წინააღმდეგ ითამაშა.

    ნანახია: 1106 | დაამატა: milan | თარიღი: 27.04.2009 | კომენტარი (0)

    მილანი 3-0 პალერმო (გოლები) როგორც იცით დასრულდა მილანისა და პალერმოს დაპირისპირება და მილანმა 3 ბურთიანი სხვაობით მოუგო პალერმოს. ამ მოგებით მილანმა გადააწრო იუვენტუსს 2 ქულით და უფრო განიმტკიცა მეორე ადგილი. ვიდეო არის ძალიან კარგი ხარისხით 640x480 რეზოლუციით და არის მხოლოდ ნაჩვენები გოლები.

    გადაწერა
    ნანახია: 1103 | დაამატა: milan | თარიღი: 27.04.2009 | კომენტარი (0)

     
    სერია ა-ს 33-ე ტური:
    დასრულდა სერია ა-ს 33-ე ტური. "ფიორენტინამ" ბევრისგან მოულოდნელად "რომა" 4-1 გაანადგურა და ფაქტიურად წაართვა თეორიული შანსიც კი ოთხეულში გასვლისა. "მილანმა" საკუთარ მოედანზე "პალერმოს" სამ ბურთიანი უპირატესობით 3-0 სძლია; "იუვენტუსმა" გასვლაზე "რეჯინასთან" ფრედ 2-2 ითამაშა და ძალიან საჭირო ქულები დაკარგა. "ინტერმა" კი, რომელიც ჩემპიონობასთან ახლოს არის "ნაპოლისთან" სტადიონ "სან პაოლოზე" მინიმალური ანგარიშის სხვაობით 1-0 დამარცხდა.
    შაბათი 25 აპრილი:
    კიევო-უდინეზე 2-1;
    ფიორენტინა-რომა 4-1;
    კვირა, 26 აპრილი:
    მილანი-პალერმო 3-0;
    ბოლონია-ჯენოა 2-0;
    ლაციო-ატალანტა 0-1;
    ლეჩე-კატანია 2-1;
    რეჯინა-იუვენტუსი 2-2;
    სამპდორია-კალიარი 3-3;
    ტორინო-სიენა 1-0;
    ნაპოლი-ინტერი 1-0;
    ამრიგად სე ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1080 | დაამატა: milan | თარიღი: 27.04.2009 | კომენტარი (0)

    კარლო ანჩელოტი:"ყოჩაღ მატიეუ!!!"გთავაზობთ "მილანის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის მატჩის შემდგომ განცხადებას:"დღესაც გასაოცარი იყო ფლამინი, დაცვაზე თამაშობდა მეტწილად და ძლიერ მხარდაჭერას ახორციელებდა ბექჰემის. იგი წარმატება იყო, მონდომებული და ძალიან კარგად თამაშობდა. ამ პოზიციაზე მისი დაყენება ლოგიკური აუცილებლობა იყო, ამაზე არასოდეს მიფიქრია მანამდე, მას აკლიმატიზაციის პერიოდი ჰქონდა და შემდეგ სწრაფი ტემპით გააუმჯობესა თამაში. ასევე ფავალიმ საუკეთესოდ ითამაშა, ბევრი იცინოდა ცენტრალურ დაცვის წყვილზე, მაგრამ მალდინი და ფავალის(ფავალის პროფესიონალიზმიო და მალდინის გვარს საჭირო არაა რამე დაუმატო, მალდინის როცა ამბობ ყველაფერია ნათქვამი) პროფესიონალიზმი შესანიშნავი გახლავთ. რა თქმა უნდა, რონალდინიო არ არის კმაყოფილი(ანუ პატოს ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1019 | დაამატა: milan | თარიღი: 27.04.2009 | კომენტარი (0)

    მილანი 3-0 პალერმო (სრული მიმოხილვა) ყოველგვარი ახსნის გარეშე გთავაზობთ გუშჳნდელი მატჩის სრულ (9:00 წთ-ზე მეტი) მიმოხილვას.

    ნანახია: 1165 | დაამატა: milan | თარიღი: 27.04.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  აპრილი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
      12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz