პარასკევი, 29.03.2024, 00:35
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » აპრილი » 09
    ბექჰემის სურათებიბექჰემის უმაგრესი სურათებია. ახალგაზრდობაშიც, თამაშების დროსაც, ანრისთან ერთად და ა.შ. ერთ სურათში რონის უჭერს მაისურს.
    ძაან მაგარია ვიწერთ!
    მაგარი კაცია ბექსი, ლეგენდა!
    49 სურათი. - 5მბ.


    ნანახია: 1043 | დაამატა: milan | თარიღი: 09.04.2009 | კომენტარი (0)

    რონალდინიო მზადაა დაეხმაროს მიწისძვრით დაზარალებულებსრონალდინიომ მიწისძვრით დაზარალებულების დახმარების სურვილი გამოთქვა და სურს, რომ მისმა კლუბმა მოაწყოს ამხანაგური შეხვედრა და შემოსავალი გადაირიცხოს დაზარალებულთა დასახმარებლად.
    "ეს მიწისძვრა ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ადრე არასდროს არ მინახავს ასეთი რამ, მხოლოდ ტელევიზიით თუ ვნახავდი. ახლა ეს მოხდა იტალიაში, ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ. იმედი მაქვს შევძლებ დავეხმარო დაზარალებულებს ჩემს თანაგუნდელებთან და კლუბთან ერთად. შევეცდებით ორგანიზება გავუკეთოთ ამხანაგურ შეხვედრას და შემოსავალი გადაურიცხოთ დაზარალებულებს."

    ნანახია: 1043 | დაამატა: milan | თარიღი: 09.04.2009 | კომენტარი (0)

    უკვე მეხუთედ გეუბნებით: კარიერას მილანში დავასრულებ!!!
    როგორც ჩანს კაკას მობეზრდა ყოველდღე მასზე გახმაურებული ჭორების მოსმენა და ყველას გარკვევით გააგებინა, რომ კარიერას მილანში დაასრულებს.
    "მე მგონია, რომ ხალხი უკვე ძალიან ბევრს საუბრობს ჩემზე ბოლო დღეებში და ვფიქრობ ახლა ჩემი დროც დადგა."
    "მე არანაირი მოლაპარაკება არ მიწარმოებია რეალთან. არავინ არ შემხმიანებია მილანიდან წასვლის თაობაზე და ვფიქრობ, რომ უკვე დიდი ხანია უნდა გცოდნოდათ, რომ მე ყველაფერი მაკმაყოფილებს იტალიურ კლუბში."
    "მე უკვე მეხუთედ ვაცხადებ, რომ კარიერას მილანში დავასრულებ!!!"
    "დიახ ა ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1037 | დაამატა: milan | თარიღი: 09.04.2009 | კომენტარი (0)

    ინტერმა მილანისაგან უნდა ისწავლოს ლიგაზე თამაში1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სალვატორ სკალაჩი დარწმუნებულია, რომ ინტერი სკუდეტოს აიღებს, მაგრამ ინტერს ურჩევს, რომ ლიგაზე თამაში მილანისაგან ისწავლოს.
    "ვფიქრობ ინტერს უკვე გარანტირებული აქვს ოქროს მედალი. ახლა მხოლოდ მას შეუძლია ხელი შეუშალოს საკუთარ თავს."
    "მაურინიოს გუნდს არ აწყენდა, რომ კარგად ეთამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. მათ ურჩევნიათ მაგალითი მილანისაგან აიღოს, მაგრამ ინტერი, რომ შესანიშნავი გუნდია ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება."

    ნანახია: 1054 | დაამატა: milan | თარიღი: 09.04.2009 | კომენტარი (0)

    ძალიან გავბრაზდები თუ ანჩელოტი წავა მილანიდანმილანის ბრაზილიელმა ფორვარდმა პატომ კომენტარი გააკეთა მილანის მთავარი სახეების წასვლაზე.
    "იანვარში მე შეშინებული ვიყავი კაკას წასვლასთან დაკავშირებით დაწერილი სტატიებით. მაგრამ მან გააკეთა სწორი არჩევანი, რადგან ეს მისი სახლია და მუდამ ასე იქნება. კაკა მე ძალიან ბევრს მასწავლის. მისი დახმარებით, მე იმედი მაქვს რომ მეც მასსავით დიდი ფეხბურთელი გავხდები."
    ასევე პატომ კომენტარი ანჩელოტის შესაძლო წასვლაზეც გააკეთა: "ანჩელოტიც ძალიან ბევრს მეხმარება თამაშებშიც და ვარჯიშებზეც. მე ძალიან გავბრაზდები ის თუ წავა, მაგრამ ვფიქრობ ეს არ მოხდება. მას კარგი ურთიერთობა აქვს კლუბთან."

    ნანახია: 1042 | დაამატა: milan | თარიღი: 09.04.2009 | კომენტარი (0)

    კალაძე "Milan Channel"-ის სტუმარი გახლდათსაქართველოს ნაკრების კაპიტანი და "მილანის" მცველი, კახა კალაძე სტუმრად იყო "Milan Channel"-ის თოქშოუ 'Segni Particolari'-ში და თავის ფიზიკურ კონდიციებზე ისაუბრა. გთავაზობთ მის ინტერვიუს:"ახლა უკვე მშვენივრად ვარ, გადაადგილებისას ყავარჯნები აღარ მჭირდება. ვსეირნობ ზედმეტი დაძაბვის გარეშე. ახლა უნდა ვიშრომო რეაბილიტაციისთვის, რომელსაც ახლა გავდივარ კუნტების გასაძლიერებლად. შემდეგ დავიწყებ სირბილს. ოპერაციის შემდეგ მუხლი უკეთესადაა. მშვიდად ვარ, ყველაფერი სწორი გზით მიდის."

    ნანახია: 1089 | დაამატა: milan | თარიღი: 09.04.2009 | კომენტარი (0)

    საკანი იმსაჯებსმომდევნო შეხვედრა შაბათს საღამოს 5 საათზე აქვს "მილანს" სტუმრად "Bentegodi stadium"-ზე, ქალაქ ვერონაში "კიევოსთან" და ამ შეხვედრას განსჯის მასიმილიანო საკანი. ასისტენტები იქნებიან აიროლდი და კალკანგო, ხოლო მეოთხე არბიტრი იქნება კანდუსიო.

    ნანახია: 1115 | დაამატა: milan | თარიღი: 09.04.2009 | კომენტარი (0)

    საუკეთესო ფეხბურთელი!!!

    "ITALIAN MILAN CLUBS ASSOCIATION"-მა გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეა პირლო დაასახელა. ეს გამოკითხვა მეექვსედ ჩატარდა, ანდრეამ 286 ხმა მიიღო ასოციაციის წევრებისაგან და "მილანელოზე" დააჯილდოვეს "მილანის" ნახევარმცველი.

    ნანახია: 1090 | დაამატა: milan | თარიღი: 09.04.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  აპრილი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
      12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz