პარასკევი, 29.03.2024, 13:07
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » აპრილი » 04
    მილანის შემადგენლობა ლეჩესთან “Sportmediaset”- მა გამოაქვეყნა ლეჩეს წინააღმდეგ მილანის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა გთავაზობთ მას: დიდა, ძამბროტა, ფავალი, მალდინი, იანკულოვსკი, ბექჰემი, პირლო, ამბროზინი, ზეედორფი, პატო, ინძაგი.
    რაც შეეხება კაკას, იგი სრულიად გამოჯანმრთელდა, მაგრამ ზედმეტი რისკისგან თავის დასაცავად იგი მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.

    ნანახია: 1162 | დაამატა: milan | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

    პაოლო მალდინი გამოსათხოვარ მატჩს ჩაატარებს იტალიური მილანის ლეგენდარული მცველი პაოლო მალდინი გამოსათხოვარ მატჩს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარებს, რომელშიც ბოლოს 2002 წელს ითამაშა. ამის შესახებ ინფორმაცია მარჩელო ლიპიმ "Gazzeta Dello Sport"-თან საუბრისას დაადასტურა. სავარაუდოდ პაოლო მალდინი იტალიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. 40 წლის პაოლო მალდინი "სკუადრა აძურას" ღირსებას 1988-2002 წლებში იცავდა და 126 მატჩი გამართა, რომელშიც 7 გოლი გაიტანა. ასევე, მალდინი ამ სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს.

    ნანახია: 1047 | დაამატა: milan | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

    ანჩელოტი მილანში 2010 წლამდე იტალიური "მილანის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თავის პოსტს 2010 წლამდე შეინრჩუნებს. როგორც "Gazzeta Dello Sport" იუწყება, კარლო ანჩელოტიმ და მილანის ვიცე-პრეზიდენტმა შეთანხმებას სპეციალურ შეხვედრაზე მიაღწიეს, რომელიც გუშინ შედგა. ანჩელოტიმაც და გალიანიმაც ერთმანეთს განუმარტეს, რომ არც ერთი მათგანი არ აწარმოებს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებს. ასე, რომ კარლო ანჩელოტი 2010 წლამდე არსად არ გადავა და 2010 წლის შემდგომი შესაძლო კონტრაკტის გახანგრძლივება გუნდის მიერ სეზონის პირველ ნახევარში ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული. კარლო ანჩელოტი მილანში 2001 წლიდან მუშაობს, მანამდე კი წვრთნიდა: რეჯიანას (1995-1996 წწ), პარმას (1996-1999 წწ) და ტურინის იუვენტუსს (1999-2001 წწ).

    ნანახია: 1005 | დაამატა: milan | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

    ბორიელო: მილანს ვალს დავუბრუნებ... გუშინ მარკო ბორიელომ ინდივიდუალურად ივარჯიშა მილანელოზე. ვარჯიში ჯერ მხოლოდ მცირე გარბენებისგან შედგებოდა, მაგრამ მარკოს ეიმედება, რომ იგი სერია ას ბოლო ტურებში მიიღებს მონაწილეობას. აი, რა განაცხადა მან “La Gazzetta dello Sport” - ისათვის მიცემულ ინტერვიუში: "მე პროფესიონალივარ და პირად ცხოვრებას ფეხბურთში არ ვურევ, ამიტომაც, როდესაც მილანელოზე შევდივარ პირად ცხოვრებას ვივიწყებ. გუშინ მე მცირე გარბენები შევასრულე. სეზონის განმავლობაში ბევრი რამ მიშლიდა ხელს, ტკივილებით ვეღარ შევძლებდი თამაშს და ექიმებმა ოპერაცია გამიკეთეს. მთელი ამ პერიოდის მანძილზე მე მხარში მედგნენ და მამხნევებდნენ როგორც ოჯახის წევრები, ასევე თანაგუნდელები და გულშემატკივრები, რისთვისაც მათ დიდ მადლობას გადავუხდი. ისინი ელოდებიან ჩემს დაბრუნე ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1054 | დაამატა: milan | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

    დამნაშავენი მხოლოდ ჩვენ ვართ... ლეჩესთნ გასამართი მატჩის წინ მილანის ნახევარმცველმა მასიმო ამბროზინიმ მცირე ინტერვიუ მისცა Milan Channel-ს: "ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ლეჩესთან მოგება, რადგანაც ჩემპიონატის დასკვნით ფაზაში შევდივართ და ყველა შეხვედრას ოქროს ფასი აქვს. ჩვენ წინ გველოდება ოთხი შეხვედრა საშუალო გუნდებთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათთან იოლად გავისეირნებთ. ამ სეზონში მეტის მიღწევაც შეგვეძლო, მაგრამ აწი ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ცუდ სეზონს ვატარებთ და ამაში დამნაშავენიც ჩვენ ვართ. ახლა უკვე ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო რაუნდის გარეშე მოხვედრა. " - განაცხადა მასიმო ამბროზინიმ.

    ნანახია: 1054 | დაამატა: milan | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

    გურკუფი არ ბრუნდება?! "ბორდოს" პრეზიდენტმა ჟან-ლუი ტრიომ პრესას სატრანსფერო პოლიტიკაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ბორდო გურკუფის დასატოვებლად ყველაფერს იზამს! "დარწმუნებული ვარ მთელ ბორდოს აინტერესებს იოან გურკუფის მომავალი და ისიც ვიცი, რომ მწვრთნელი მისით აღფრთოვანებულია და მისი დატოვება ძალიან უნდა. გურკუფი ბორდოს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და ბორდოს მის შესანარჩუნებლად ყველაფერს იზამს!" - განაცხადა ტრიომ.

    ნანახია: 1062 | დაამატა: milan | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

    მილანსაც უნდაროგორც ცნობილია "მილანი" დაინტერესდა "პორტუს" ცენტრალური მცველით ბრუნო ალვეშით.
    ანჩელოტი: "ჩვენ გვჭირდება ორი ფეხბურთელი- მცველი და თამდამსხმელი. ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენციას გავუწევთ საუკეთესო ევროპულ გუნდებს-ამბობს ანჩელოტი GAZETTA DELLO SPORT-თან ინტერვიუში, რომელიც ფიქრობს, რომ "მილანი" შეიძენს ამ ფეხბურთელებიდან რომელიმეს (შეიძლება ორს ან სამს): სიმონ კიაერი, ბრუნო ალვეში, გაელ კლიში, დანიელ აგერი და მირანდა.
    ალვეშს "პორტუსთან" კონტრაქტი 2012-მდე აქვს. "პორტუ" მასში 30,000,000(30 მილიონი)-ს ითხოვს.

    ნანახია: 1004 | დაამატა: milan | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

    ანონსიმილანი-ლეჩე
    მილანი-ტრ.:გატუზო, ნესტა, ბორიელო, კალაძე, ბონერა, ემერსონი, აბიატი
    ლეჩე-ტრ.:კაჩია





    თ. მ. ფ. წ.+|- ქ.
    1 Internazionale 29 21 6 2 33 69
    2 Juventus 29 19 5 5 28 62
    3 Milan 29 16 7 6 23 55
    4 Genoa 29 14 9 6 12 51
    5 Fiorentina 29 15 4 10 10 49
    ნანახია: 982 | დაამატა: milan | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

    მილანი "ცსკ"-ს საუკეთესო ფორვარდისთვის "სანტოსი"-სთვის იბრძოლებს!მილანი აქტიურად დაინტერესდა 17 წლის ფეხბურთელით,რომელიც დღესდღეობით "ცსკ"-ში გამოდის,როგორც Channel 4-ი იტყობინება მილანში ანჩელოტის მაგივარდ მილანის ყოფილი ფეხბურთელი ლეონარდო მოვა,რომელიც აქტიურად დაიწყებს ტალანტური ფეხბურთელების ძიებას. სანტოსი ერთ-ერთი მათგანია და გამორიცხული არაა,რომ ზაფხულში სანტოსი მილანში აღმოჩნდეს.

    ნანახია: 1118 | დაამატა: milan | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

    მე ბედნიერი ვარ, რომ ოდესღაც მივიღე გადაწყვეტილება გადავსულიყავი მილანშიმილანის ნახევარმველი კლარენს ზეედორფი ბედნიერია მილანში და იმის მიუხედავად, რომ მისი ოცნებაა ითამაშოს პრემიერ ლიგაში ის აპირებს, რომ კარიერა მილანში დაასრულოს.
    "მე ბედნიერი ვარ, რომ ოდესღაც მივიღე გადაწყვეტილება გადავსულიყავი მილანში. ახლა მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება საუკეთესო იყო ჩეს ცხოვრებაში. მე გამიმართლა, რომ ვმუშაობ ასეთი ხემძღვანელების, მწვრთნელის კარლო ანჩელოტის და დიდებული ფეხბურთელების მხარდამხარ. მე მზად ვარ ვითამაშო მილანისთვის კარიერის დასრულებამდე." განაცხადა ზეედორფმა.
    შეგახსენებთ, რომ ზეედორფი მილანში 2002 წელს ინტერიდან გადმოვიდა.

    ნანახია: 1097 | დაამატა: milan | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  აპრილი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
      12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz