ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:11
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » აპრილი » 02
    შევამ გოლი გაიტანაგუშინ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები შედგა. ინგლისში "უემბლიზე" ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ანგარიში პეტერ კრაუჩმა გახსნა. 74-ე წუთზე კი ანგარიში მილანის უკრაინელმა ფორვარდმა ანდრეი შევჩენკომ გაათანაბრა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თუნდაც ქულისთვის, 84-ე წუთზე ჯონ ტერიმ გამარჯვების ბურთი გაიტანა და ამ შეხვედრას წერტილი დაუსვა. ძალიან სასიხარულოა ანდრეის გოლი, ალბათ თითოეული მისი გულშემატკივრისათვის.

    ნანახია: 1110 | დაამატა: milan | თარიღი: 02.04.2009 | კომენტარი (0)

    ძამბროტა ანჩელოტის ქომაგობსიტალიური მილანის მარჯვენა მცველი ჯანლუკა ძამბროტა ძალზედ კმაყოფილია იმით, რომ კლუბის ამჟამინდელი მწვრთნელი კარლი ანჩელოტი კვლავ რჩება მილანში. აი, რას აცხადებს ჯანლუკა ძამბროტა ინტერვიუში: ,, მე წავიკითხე კარლო ანჩელოტის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს, რომ რჩება მილანში და მე ამით კმაყოფილი ვარ. ის არის დიდი მწვრთნელი, რომელმაც მილანს დიდი გამარჯვებები მოუტანა. "

    ნანახია: 1094 | დაამატა: milan | თარიღი: 02.04.2009 | კომენტარი (0)

    ძამბროტა რონალდინიოს იცავსმილანის მცველმა, ჯანლუკა ძამბროტამ, მხარი დაუჭირა მის თანაგუნდელ რონალდინიოს, რომელსაც ბოლო პერიოდში აკრიტიკებენ სუსტი თამაშისათვის. ,, ჩვენ გვინდა, რომ რონალდინიო დარჩეს გუნდში. სეზონის დასაწყისში მან გვიჩვენა თავისი მაღალი კლასი, პლიუს გაიტანა მნიშვნელოვანი გოლები, რომელთა წყალობითაც ცხრილის ზედა ნაწილში აღმოვჩნდით. მე მჯერა, რომ რონალდინიო კვლავაც შესანიშნავად ათამაშდება და გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს. ''- განაცხადა ჯანლუკა ძამბროტამ.

    ნანახია: 1014 | დაამატა: milan | თარიღი: 02.04.2009 | კომენტარი (0)

    ლივერპული ევროპაში საუკეთესო კლუბიაანჩელოტიმ, რომელმაც თავის გუნდთან ერთად 2005 წელს ფინალში ლივერპულთან სასტიკი მარცხი განიცადა, განაცხადა, რომ ამ დროისთვის ლივერპული ევროპაში საუკეთესოა და ევროპული კლუბებიდან მხოლოდ ამ გუნდთანაა ბრძოლა ძნელი.
    "ყველა ევროპული კლუბებიდან მხოლოდ ლივერპულთან არის ბრძოლა ძნელი. მე საერთოდ მერსესაიდელების მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს დიდებულ მწვრთნელად ვთვლი. მისი კლუბი შესანიშნავად არის ორგანიზებული დაცვაში და მათო კონტრშეტევები დამღუპველია, ასე რომ წითლებთან ბრძოლა ძალიან ძნელი სამუშაოა. მანჩესტერ იუნაიტედიც ძლიერ მოწინაამღდეგედ ითვლება, მაგრამ ისინი მოწინაამღდეგეს თამაშის საშუალებას აძლევენ, ხოლო ლივერპული ამას არასდროს არ აკეთებს."

    ნანახია: 1086 | დაამატა: milan | თარიღი: 02.04.2009 | კომენტარი (0)

    ნელსონ დიდაგთავაზობთ მილანის მეკარის ნელსონ დიდას ვიდეოს, რომელშიც შესულია მისი "სეივები", კარგი მუსიკის თანხლებით. გადმოწერეთ.

    გადაწერა
    ნანახია: 1180 | დაამატა: milan | თარიღი: 02.04.2009 | კომენტარი (0)

    რონალდინიო სან -სიროზე ბედნიერია!რონადლინიოს ძმამ რობერტო დე ასისმა განაცხადა,რომ რონალდინიო მილანში თავს მშვენივრად გრძნობს და მას 100 პროცენტით არ ემუქრება იტალიის დატოვება.

    »რონალდინიო მილანში თავს ძალიან კარგად გრძნობს და არაფრის შეცვლას არ აპირებს. დინომ პირველი თამაშები ძალიან კარგად ითამაშა და მთავარ შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. თუმცა ჩაერია ტრავმა,რომელმაც ფაქტიურად მოუსპო რონალდინიოს თამაში. მე დარწმუნებული ვარ ტრავმა,რომ არა იგი დღეისთვის ძალიან კარგად ითამაშებდა. რონალდინიოს არაფერი არ აწუხებს და იგი ისევ მზადაა გაიბრწყინოს»- განუცხადა ასისმა ჟურნალისტებს.
    ნანახია: 1264 | დაამატა: milan | თარიღი: 02.04.2009 | კომენტარი (0)

    როსელა სენსი: მექსესი მილანში არ გადავა!
    "რომა"-ს პრეზიდენტმა როსელა სენსიმ დაბადების დღე მიულოცა მექსესს და დაამშვიდა გულშემატკივრები.

    როგორც იცით, მილანი მექსესითაა დაინტერესებული. ბევრი ლაპარაკობდა მის შესაძლო გადმოსვლაზე მილანში,თუცა ამ ყველაფერს როსელა სენსიმ ბოლო მოუღო და განაცხადა,რომ მექსესის გაყიდვა "რომა"-ს გეგმებში არ შედის. "ჩვენ არ ვაპირებთ მექსესის გაყიდვას და 100 პროცენტით იგი რომში დარჩება"-განაცხადა სენსიმ.
    ნანახია: 1095 | დაამატა: milan | თარიღი: 02.04.2009 | კომენტარი (0)

    ფაბიო კანავარო : მილანში გადასვლა? სრული სიცრუეა!"რეალი"-ს მცველმა ფაბიო კანავარომ განაცხადა,რომ მისთვის არავის დაურეკავს და არ შესთავაზებია მილანში გადმოსვლა.

    "მე არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ მილანთან,ეს ყველაფერი სრული სიცრუეა.დღესდღეობით მე ვთამაშობ რეალში და ეს გუნდი ძალიან მიყვარს."- განაცხადა კანავარომ.

    ნანახია: 1117 | დაამატა: milan | თარიღი: 02.04.2009 | კომენტარი (0)

    ჩემპიონთა ლიგის იტალიური ფინალი:გთავაზობთ 2002/2003 წლის სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის (იტალირ) ფინალურ მატჩის პენალტების სერიას: ეს ფინალი ინგლისის ქალაქ მანჩესტერში "ოლდ ტრაფორდ"-ზე შედგა: FC Juventus VS AC Milan, რომლის 90 წუთიც უგოლო ფრით დასრულდა, ყველაზე საინტერესო, დაძაბული და გადამწყვეტი კი, თერთმეტ მეტრიანების სერია იყო, სწორედ ამ დაძაბულ და გადამწყვეტ 11 წუთს გჩუქნით, იმისათვის რო კარგად გაიხსენოთ ეს წუთები. გუნდების შემადგენლობა; იუვენტუსი: BUFFON-1, FERRARA-2, TACCHINARDI-3, MONTERO-4, TUDOR-5, DEL PIERO-10 (C), CAMORANESI-16, TREZEGUET-17, ZAMBROTTA-19, THURAM-21, DAVIDS-26. მწვრთნელი: MARCELLO LIPPI. მილანი: DIDA-12, MALDINI-3 (C), KALADZE-4, SHEVCHENKO-7, GATTUSO-8, INZAGHI-9, RUI COSTA-10, NESTA-13, COSTACURTA-19, SEEDORF-20, PIRLO-2 ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1161 | დაამატა: milan | თარიღი: 02.04.2009 | კომენტარი (0)

    იტალია-ირლანდია 1:1 დასრულდა შეხვედრა იტალიასა და ირლანდიას შორის ანგარიშით 1:1 იაკუინტასა და კინის გატანილი გოლების წყალობით. მსაჯმა უსამართლოდ გააძევა ჯანპაოლო პაცინი უკვე მე-4 წუთზე, მაგრამ ამის შემდეგ იუვეს თავდამსხმელმა შეძლო გოლის გატანა ახლო მანძილიდან. შემდეგ ხან ერთი გუნდი უტევდა ეპიზოდურად და ხან მეორე, მაგრამ ბოლოს ირლანდიელებმა შეტევაში გაატარეს დრო და გოლიც გაიტანეს. ლიპიმ მიუხედავად კაცნაკლული დარჩენისა მთელი მატჩის ბოლომდე აბრძოლა შეგირდები. სიმართლე ითხოვს აღინიშნოს რამოდენიმე შეცდომაც დაუშვა, მაგალითად იაკუინტა და იგივე ბრიგი უნდა შეეცვალა თავის დროზე და ჯუზეპე როსი ფაბიო კვალიერასტან ერთად დაეყენებისა წინ, რაც ბურთის დაჭერას შესაძლებელს გახდიდა წინ დასვენებული და მონდომებული ახალგაზრდების დახმარებით. რაც არ უნდა იყოს აგრძელებს მარჩელო ახალი გუ ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1079 | დაამატა: milan | თარიღი: 02.04.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  აპრილი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
      12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz